უფროსი ფინანსური აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი ფინანსური აუდიტორი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 15 აპრ
კომპანია შპს "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის, "NEXIA International"-ის წარმომადგენლობას საქართველოში.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** "ნექსია თიეი"-ს კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის (ISA) შესაბამისად.
** აუდიტის დასკვნის მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა.
** კომპანიის მენეჯმენტისადმი წერილის (Management letter) მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
** ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancyaudit@nexia.ge 2017 წლის 15 აპრილამდე. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე