სერვის კონსულტანტი/სტაჟიორი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვის კონსულტანტი/სტაჟიორი - კახეთი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 28 მარ
"ლიბერთი ბანკში" სამუშაოდ ვიწვევთ წარმატებულ სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე ახალგაზრდებს უმაღლესი განათლებით, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. სტაჟირების ძირითადი მიზანი ლიბერთი ბანკის ერთგული და ლოიალური კადრების მოძიება და დასაქმებაა. სტაჟირება წარმოადგენს ლიბერთი ბანკში დასაქმების პირველ ეტაპს.

სერვის კონსულტანტის/სტაჟიორის არაანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმებით, ლიბერთი ბანკი გთავაზობთ გაიაროთ სამ თვიანი სტაჟირების პროგრამა ბანკის კახეთის რეგიონის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, რომლებიც განთავსებულია შემდეგ რაონებსა და ქალაქებში: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, საგარეჯო და წნორი.

სტაჟირების პერიოდში, თქვენ დასაქმებული იქნებით სრული განაკვეთით და საშუალება გეძლევათ რეალურ რეჟიმში, სწრაფად და ეფექტურად გაიაროთ პრაქტიკული/პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწის და ამაღლების პროცესი, განავითაროთ უნარ-ჩვევები, რომელიც მომსახურების სფეროში გამოგადგებათ, შეიძინოთ რეალური პროფესიული გამოცდილება, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი მომავალი კარიერა ლიბერთი ბანკში.

სტაჟირების წარმატებულად დასრულების შემდეგ, წარმატებულ კანდიდატებს ვთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე აქტიურად განვითარებადი და ამბიციური საბანკო გუნდის წევრობას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს;
** სტაჟირების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღებას;
** სერვის პლიუსის და პროდუქტების ტრენინგს;
** დასაქმებას სხვადასხვა პოზიციებზე, ლიბერთი ბანკის სხვადასხვა ფილიალებსა თუ სერვის ცენტრებში (აღსანიშნავია, რომ შემდგომი დაწინაურების მიზნით სტაჟირების დასასრულს სტაჟიორი გაივლის ზოგადი უნარების ტესტს და დამატებით გასაუბრებას. დაწინაურებისას გათვალისწინებულ იქნება სტაჟირების პროცესი).

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებელთა მარშრუტის დარეგულირება: მომსახურების დარბაზში შემოსული მომხმარებლის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, თითოეულ შემოსულ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება;
** მომხმარებლის მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
** მომხმარებლისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მომხმარებლის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება, მომხმარებლისთვის სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
** მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;
** ლიბერთი ბანკის ფილიალებს გარეთ განთავსებულ ბანკომატებთან პოზიციონირება და მომხმარებლისთვის ბანკომატით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
** ლიბერთი ბანკის ცალკეული პროდუქტების მომხმარებლებისთვის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სტაჟირების გავლა ასევე შესაძლებელია ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ან მაგისტრატურის სტუდენტისთვის);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა სასურველია.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნება და ლოგიკურად მსჯელობის უნარი;
** კეთილგანწყობა;
** გამართული საუბრის მანერა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა;
** კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
** გუნდურობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟიორად ყოფნის პერიოდში, ყოველდღიური სამუშაო პროცესი საკმაოდ მობილურია და ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში პოზიციონირების გარდა ითვალისწინებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებში განთავსებულ ლიბერთი ბანკის ბანკომატებთან გარკვეული პერიოდულობით და გრაფიკით პოზიციონირებას.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sc@libertybank.ge 2017 წლის 28 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე