მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას მითერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: დავით ტატიშვილის კლინიკა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
შაბათი 10:00 - 14:00

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება.
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება.
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება.
** სამუშაო ადგილის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა.
** რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი ან არასრული განათლება.
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში.
** MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel პროგრამა).
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** აქტიური მოსმენის უნარი;
** გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Meeter

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 31 მარტი

სადაზღვევო კომპანია "იმედიL" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სადაზღვევო კომპანია იმედიL -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედიL" -ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე