ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ყოველთვიური ანგარიშგების წარმოება;
** სხვადასხვა მონაცემების დამუშავება;
** დამუშავებული მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანგარიშგების სპეციალისტის ან ბუღალტერის პოზიციაზე;
** უპირატესობად ჩაითვლება საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა Excel სრულყოფილად ცოდნა;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და ფოტო შემდეგ ელ. მისამართზე:

ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (ანგარიშგების უფროსი სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე