მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Divan Suites Batumi
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 1 აპრ
სასტუმრო "დივან სვითს ბათუმი" (ქ.ბათუმი, ჟორდანია / ზ.გამსახურდიას ქ. №8/15) აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასტუმროს გაყიდვების და რეზერვაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგში ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** სტრატეგიის შესაბამისი მარკეტინგის დაგეგმვა და შესრულება;
** სასტუმროს წარდგენა ბაზარზე;
** ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიება;
** არსებულ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი;
** ბაზრის ახალი მიმართულებების გამოვლება და სწრაფი ათვისება;
** პრეზენტაციების მომზადება და პოტენციური პარტნიორებისათვის წარდგენა/გაცნობა;
** სოციალურ ქსელებში სასტუმროს წარდგენა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური დატვირთვის პროგნოზირება და გენერალური მენეჯერისათვის წარდგენა;
** სასტუმრო და ტურისტული სექტორის გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე/ინგლისურ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.batum@divan.com.tr და მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: "სასტუმროს მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 01 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე