იდენტიფიკაციის შესაბამისობის ოფიცერი/სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იდენტიფიკაციის შესაბამისობის ოფიცერი/სტაჟირება
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 28 მარ
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს სტაჟირებას იდენტიფიკაციის შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას N 9
სამუშაო საათები: იმედი L გთავაზობთ სტაჟირება მოქნილი სამუშაო გრაფიკით.
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა: 3-6 თვე

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან არასრული განათლება იურიდიული მიმართულებით
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონზე ცოდნა;
** სასურველია MS Office: Excel; Word პროგრამების ცოდნა.
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების იდენტიფიკაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
** კომპანიის შიდა რეგულაციით მოთხოვნილი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** პრობლემური შემთხვევების მენეჯერისთვის გაცნობა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@imediL.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Intership".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 მარტი 2017 წ.

სადაზღვევო კომპანია იმედი L - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" -ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე