დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: Runaway Lover
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 25 აპრ
კომპანია "Runaway Lover "-ი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა დამწყები დიზაინერებისათვის.

შექმენი ტანსაცმლისა ან ფეხსაცმლის საკუთარი კოლექცია წელიწადის კონკრეტული სეზონისათვის 15-35 წლამდე ქალბატონებისათვის, მოარგე შენი სტილი თბილისს.

საკონკურსო მოთხოვნები:

** წარმოდგენილი კოლექცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ ათ მოდელს (Casual).
** კოლექციის ყველ მოდელი შექმნილი უნდა იყოს უშუალოდ ამ კონკურსისათვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა იქნეს განთავსებული სხვადასხვა ვებ გვერდებსა და სოციალურ ქსელში.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. 10 საუკეთესო დიზაინერის შერჩევა
2. ღია საკონკურსო რეჟიმში კომპანიის წარმომადგენლებისა და კონკურსანტების თანდასწრებით საკუთარი კოლექციის პრეზენტაცია.

შეირჩევა ერთი ფეხსაცმლისა და ერთი ტანსაცმლის კოლექცია, რომლებიც შეიკერება კომპანია Runaway lover-ის ფინანსური უზრუნველყოფით საზღვარგარეთ და გაიყიდება ექსკლუზიურად კომპანია Runaway Lover-ის მაღაზიაში თბილისში კონკურსში გამარჯვებული დიზაინერის სახელით.

გათვალისწინებულია ფინანსური ანაზღაურება.

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე და ესკიზები 25 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, საირმის გორა 45/48. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 557282400 ან 599733663

კომპანია იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს კონკურსში წარმოდგენილი მოდელები კონკრეტული დიზაინერის თანხმობის გარეშე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე