ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი - გურჯაანი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 14 მარ / ბოლო ვადა: 25 მარ
"ლიბერთი ბანკი" - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ავტო ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე გურჯაანში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა საბანკო ან საშემფასებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შეფასების სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
** სასურველია შემფასებლის სერთიფიკატის ფლობა;
** ავტო ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომანქანის ექსპერტიზა / შეფასება;
** ავტო ბაზრის პერიოდული ანალიზი;
** ბანკისათვის უზრუნველყოფის სახით შეთავაზებული გირაოს საბაზრო და საგირავნო ღირებულების გაანგარიშება;
** დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების და რაპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან;

უნარები:

** საგირავნო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge არაუგვიანეს 2017 წლის 25 მარტისა.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეტყობინება:

ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე