ტრენინგი - ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 3 მარ / განახლდა: 14 მარ / ბოლო ვადა: 28 მარ
კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს - "ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი"

პროგრამა დაეხმარება მსმენელებს გაიღრმავონ ცოდნა ფინანსების მართვის მიმართულებით. ხელს შეუწყობს მათ კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში, რაც გულისხმობს ამ სფეროსთვის აუცილებელი ცოდნის მიღებას.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

თემატიკა:

** ფინანსური აღრიცხვის საგანი;
** საბალანსო უწყისის განხილვა;
** ფინანსური აღრიცხვის ელემენტები, მათი აღიარება და ასახვა;
** ფინანსური ანგარიშგების პროცესი;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
** საცდელი ბალანსის მომზადება;
** ანგარიშთა გეგმის მიმოხილვა;
** ბალანსის მომზადების წინაპირობები - მაკორექტირებელი გატარებები;
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა და ანალიზი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
** მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
** ვალდებულებების აღრიცხვა;
** ინვესტიციების გადაფასება, ფულის ღირებულებითი თეორიის საფუძვლები;
** ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა;
** აღრიცხვა სააქციო საზოგადოებებში;
** აღრიცხვა სამრეწველო საწარმოებში;
** ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი (Cash Flows);
** ფინანსური უწყისების ანალიზი.

ტრენერი: გიორგი ბიგანიშვილი

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 28 მარტი
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ჩატარების დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ჩატარების დრო: 19:00-22:00; შაბათი 14:30 (საათი)

ტრენინგის ღირებულება: 690 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ტრენინგის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე