ტრენინგი - ფინანსური მოდელირება MS Excel (ექსელის) გამოყენებით
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - ფინანსური მოდელირება MS Excel (ექსელის) გამოყენებით
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 თებ / ბოლო ვადა: 27 მარ
კავკასიის ბიზნესის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით.

ტრენინგის აღწერა:

კურსის მიზანია მსმენელს მისცეს სიღრმისეული ცოდნა, რათა მან ექსელის პროგრამის საშუალებით შეძლოს ბიზნეს პროცესების, ფინანსური უწყისების ანალიზის, პროგნოზირების, სიმულაციების და რისკების ანალიზის მოდელირება, მოდელებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება და შედეგების კომუნიკაცია.

კურსი დაფუძნებულია ინტერაქტიულ მეთოდზე, ქეისების და სავარჯიშოების განხილვაზე, რეალურ მაგალითებზე და ამოცანებზე. კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა MS Excel-ის გამოყენებით შექმნან და გამოიყენონ ფინანსური მოდელები, მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები და გაიმარტივონ სამუშაო პროცესი. მიღებული ცოდნა გაზრდის მათ კონტრიბუციას კომპანიებისადმი და გაზრდის პროფესიონალიზმის ხარისხს.

თემატიკა:

** ფინანსური მოდელების მიმოხილვა, ნიმუშები. ექსელის ფუნქციების გამოყენების და მოდელირების პრინციპები;
** ფინანსური მოდელების შექმნა, ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები;
** ექსელის ფინანსური, მათემატიკური, ლოგიკური, სტატისტიკური, დროის, ძებნის, ტექსტური და ფინანსური მოდელირებისთვის საჭირო სხვა ფუნქციების სინტაქსი, გამოყენების პრინციპები და შესაძლებლობები;
** ოპტიმიზაციის, სენსიტიურობის ანალიზის ინსტრუმენტები, solver, goal seek, data table, scenario manager და მათი გამოყენება ფინანსურ მოდელებში;
** მონაცემთა ინტერპოლირების და ექსტრაპოლირების საშუალებები, პროგნოზირება (moving average, exponential smoothing, regressions);
** კომპლექსური ცხრილების დამუშავება, მონაცემთა ანალიზი, pivot-tables, descriptive statistics, histograms; data models.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენერი: გიორგი დათუკიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი.

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ტრენინგის დასაწყისი: 21, 24,27,29,31 მარტი - 3,5,7,8 აპრილი.
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00 (საათი)

ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მოდულის დაწყებამდე მაქსიმუმ 3 კალენდარული დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე