სტაჟირების პროგრამა ჟურნალისტებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირების პროგრამა ჟურნალისტებისთვის
მომწოდებელი: Bluemedia
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
მეწარმეთა ასოციაცია არის არასამთავრობო, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2012 წელს და აერთიანებს 100 მდე ორგანიზაციას. ჩვენი მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერა. ასოციაცია არის ევროკავშირის "ახალგაზრდა მეწარმეთა კონფედერაციის", საერთაშორისო ორგანიზაცია "Spirit of Freedom" და "ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის" წევრი.

ბიზნეს საინფორმაციო სააგენტო Bluemedia წარმოადგენს მეწარმეთა ასოციაციის სოციალურ პროექტს.

ბიზნეს საინფორმაციო სააგენტო Bluemedia (http://bluemedia.ge) აცხადებს 3 თვიანი სტაჟირების პროგრამას ჟურნალისტებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ამბებისა და ინტერვიუების მომზადება;
** არასამთავრობო, საერთაშორისო, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი
** გამართულად წერის უნარი;
** სასურველია პირადი ბლოგის მართვის ან სტატიების წერის გამოცდილება;

პროფესიული უნარები:

** კომუნიკაბელობა;
** მოტივაცია;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი ან შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@bluemedia.ge არაუგვიანეს 28 თებერვლისა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე