პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის შესახებ:

** ჩვენი ვაკანსია გაძლევთ შესაძლებლობას შეიქმნათ საინტერესო სტარტი კარიერულ კიბეზე თავისუფალი, სასწავლო ცხრილზე მაქსიმალურად მორგებულ გრაფიკის პირობებში.
** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, ვინც დაინტერესებულია ბაზარზე არსებული ტრენინგ სისტემების გაცნობით და უნიკალური გამოცდილების შეძენით.
** ვაკანსია გულისხმობს 6 თვიან დასაქმებას, რომლის განმავლობაშიც თქვენ შეძლებთ ცოდნის და გამოცდილების შეძენას ტრენინგების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრენინგის მონაწილეთა სიების დაბეჭდვა და ელექტრონულ ბაზაში გადატანა;
** ტრენინგის შეფასების ფორმები ელექტრონულ ბაზაში გადატანა;
** ჰენდაუთების მომზადება (დასკანერება, ასლის გადაღება, დაბეჭდვა და დარიგება);
** საპრეზენტაციო სლაიდების კორექტურა (spell check);
** მონაწილეებისთვის ელექტრონული მასალების გაგზავნა;
** საკანცელარიო მასალების მარაგების კონტროლი;
** სტუდენტთა ელექტრონული ბაზების სრულყოფა;
** ტრენინგ ოთახის მომზადება;
** ტრენინგებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
** ტრენინგის მონაწილეების დახვედრა და ორიენტირება.
** ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური საკითხების მართვა;
** ტრენინგის მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ტრენინგების ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოზიციაზე განიხილებიან III, IV კურსის სტუდენტები, ახალ კურსდამთავრებულები;
** ძალიან კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები (როგორც წერითი, ისე ზეპირი);
** პროფესიონალური მიმოწერის წარმოების უნარი;
** სასურველია სტაჟირება ან სამუშაო გამოცდილება ტრეინინგების/სემინარების/ფორუმების ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზების მიმართულებით;
** MS Office ცოდნა ძალიან კარგად;
** ენების ცოდნა: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა კარგად;
** დაგეგმვის უნარი - შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და დროში სწორად გადანაწილება;
** კეთილგანწყობა, ყურადღების გამოხატვა, დახმარების მზაობა;
** ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ;
** სხარტი, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობა, კოლეგიალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწავლისა და განვითარების სურვილი, მოტივაცია, ინიციატივა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: bogunijobs@bog.ge არაუგვიანეს 2017 წლის 2 მარტისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველადი გადარჩევის ეტაპს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე