სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 27 თებ
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და დამუშავება;
** შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის პირთან;
** ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება/შეთანხმება და მომხმარებლისთვის მიწოდება;
** სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება წინასწარ შემუშავებული ანკეტით;
** შედეგების შესაბამის ბაზაში ასახვა და ანგარიშის მომზადება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების სფეროში, ან ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სწრაფად აზროვნების უნარი;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2017 წლის 27 თებერვლამდე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სატელეფონო ცენტრის ოპერატორი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე