კონკურსი წვეთოვანი და დაწვიმების სარწყავი სისტემების შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი წვეთოვანი და დაწვიმების სარწყავი სისტემების შესყიდვაზე
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 3 მარ
თანდართული ფაილი: 134442-zrda-tender.zip
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი ZRDA არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეყწობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, Zrda აცხადებს კონკურსს RFQ No. 009-2002-007(00)-P-2017 წვეთოვანი და დაწვიმების სარწყავი სისტემების შესყიდვაზე.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი შეთავაზება არაუგვიანეს 2017 წლის 3 მარტისა.

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში RFQ No. 009-2002-007(00)-P-2017
დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე