კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 19 მარ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას:

თანამდებობის დასახელება: კვლევებისა და განვითარების (საინჟინრო-საცდელ საკონსტრუქტორო (არა სამშენებლო)) დეპარტამენტის უფროსი;
კატეგორია: ინჟინერია
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 19.03.2017 წელი
ანაზღაურება: შეთანხმებით
მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მანქანათმშენებლობის დარგის წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სერიულად და ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო ბაზრებზე, აცხადებს ვაკანსიას კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც გაუძღვება გამოცდილ გუნდს, იქნება პროფესიონალი, ლიდერის თვისებებით. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ერკვეოდეს პროექტირებისა და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტენდენციებში. მან უნდა უზრუნველყოს ისეთი პროდუქტების შექმნა, რომელიც გლობალურ ბაზრებზე, თანამედროვე კონკურენციის პირობებში, ორგანიზაციას მოუტანს წარმატებას.

აღნიშნული პოზიცია დაიქვემდებარებს კვლევა-განვითარების დეპარტამენტს, რომელიც ორიენტირებულია ახალი პროდუქტების შექმნასა და უკვე არსებულის გაუმჯობესებაზე. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განკარგულებაში იქნება 100-მდე ინჟინერ-კონსტრუქტორი, გამომცდელი, საცდელ-ექსპერიმენტალური საწარმოს თანამშრომელი.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** უხელმძღვანელებს ახალი ნაკეთობების შექმნას და არსებული ნაკეთობების მოდერნიზაციას, უზრუნველყოფს მათ მაღალ ტექნოლოგიურ დონეს;
** უზრუნველყოფს ახალი და მოდერნიზებული ნაკეთობების ტექნიკურ შესაბამისობას დავალებებთან, სტანდარტებთან, შრომის სამეცნიერო ორგანიზაციის მოთხოვნებთან და შრომის უსაფრთხოების ნორმებთან;
** იზრუნებს პერსპექტიული საკონსტრუქტორო ნაკეთობების, ახალი მასალების საწარმოში ათვისებაზე და მეცნიერულ - ტექნიკური მიღწევების ფართო დანერგვაზე;

** ზედამხედველობას გაუწევს:

- ახალი ტექნიკის დანერგვას, წარმოების მომზადებას, კვლევითი და საცდელი საკონსტრუქტორო სამუშაოების პერსპექტიული და წლიური გეგმების შედგენას, გააკონტროლებს მათ შესრულებას;
- სამუშაოებს, საცდელი ნიმუშების დასამზადებლად, ექსპერიმენტულ შემოწმებას და ნაკეთობების ყველა ფუნქციონალური სისტემების დამუშავებას;
- მიმდინარე სამუშაოებს, საწარმოში დამზადებული ნაკეთობების კონსტრუქციის, ხარისხის, საიმედოობის და რესურსის სრულყოფისთვის;
- გადაწყვეტილებას ნაკეთობების კონსტრუქციული ცვლილებების შესახებ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საწარმოს შემდგომი განვითარებისთვის ან მისი ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის;
- სამუშაო პროექტებს და მათ დროულად შესრულებას უზრუნველყოფს;
- საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესს;
- ნორმატიული დოკუმენტაციის, ქონების, ინვენტარის და მოწყობილობების დაცულობის უზრუნველყოფას, რაც ტექნიკური საკონსტრუქტოროს მთავარ სამმართველოს აბარია;
- შრომის დაცვის, ტექნიკის უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმებისა და წესების შესრულებას;
** მოახდენს სამსახურის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზს. გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ხელს შეუწყობს მათ განხორციელებას;

** მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საკამათო კონსტრუქციულ საკითხებზე, რაც თან სდევს საწარმოს სამსახურებს შორის მუშაობის პროცესს;
** ხელმძღვანელ პირებს წარუდგენს ანგარიშებს და პრეზენტაციებს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
** ფიზიკის, მექანიკის და მეტალურგიის სპეციალობების ზოგადი ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზების შედგენა-კითხვა, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის და წარმოებაში მოქმედი ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
** საკონსტრუქტორო, საპროექტო და ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაო გამოცდილება.
** 3D მოდელირების (CAD) და სხვა საინჟინრო პროგრამების ცოდნა;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისურის სრულყოფილად და ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** ხელმძღვანელის უნარ-ჩვევები;
** არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

პიროვნული თვისებები:

** სტრატეგიული და შემოქმედებითი ხედვა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** შეხვედრების წარმართვა;
** სხვათა მოტივირება;
** უსაფრთხოება;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: vacansyvacansy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება - "კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე