ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 3 მარ
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ყოველთვიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** საბანკო ანგარიშების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშების კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე;
** უპირატესობად ჩაითვლება საფინანსო სექტორში მუშობის გამოცდილება;
** პროგრამა "1C" - ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** სტრესული;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და ფოტო შემდეგ ელ. მისამართზე:

ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი) წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ იქნება განხილული. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2017 წლის 3 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე