საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ეროვნული თავდაცვის აკადემია
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე მისაღები კანდიდატის მოსათხოვნი კრიტერიუმები:

2017 წლის 17 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გამოცხადდეს საჯარო კონკურსი აკადემიაში სასწავლო დაწესებულებების საბაკალავრო სკოლის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებაზე "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლები" სასწავლო კურსის ჩატარების მიზნით (ხელშეკრულებით) მოწვეული სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ატარებს მეცადინეობებს იუნკერებთან ორგანიზებულად და ხარისხიანად;
** ობიექტურად აფასებს იუნკერთა ცოდნას და უნარ-ჩვევებს, განაზოგადებს შედეგებს, იღებს ზომებს ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;
** სისტემატიურად ამოწმებს იუნკერთა მოსწრების დონეს;
** ორგანიზებას უკეთებს და ატარებს კონსულტაციებს იუნკერებთან;
** აანალიზებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ატარებს მუშაობას სწავლების ეფექტური მეთოდებისა და საშუალებების დანერგვისთვის;
** აწარმოებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციას;
** მონაწილეობას იღებს აკადემიის მასშტაბით დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში.

განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით ( უპირატესობა მიენიჭება დოქტორის აკადემიურ ხარისხს).
გამოცდილება: "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების" სასწავლო კურსის მომზადების და განხორციელების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** თვითგანვითარების უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გადმოცემის უნარი.
** დროის მართვის უნარი;

კომპიუტერული პროგრამები: საოფისე პროგრამების ცოდნა.
უცხო ენა: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი: წარმოდგენილი განაცხადების შერჩევა;
** მეორე ეტაპი: გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივი ანაზღაურების მიხედვით 1(ერთი) აკადემიურ საათზე 30-50 ლარამდე (შეთანხმებით).

აკადემიაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2017 წლის 6 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** ავტობიოგრაფია(CV);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** საკონკურსო პირობებით დადგენილი განათლებისა და პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** სასწავლო კურსის სილაბუსი.

საკონკურსო განაცხადი უნდა გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე ანკეტის მიხედვით, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.hr.gov.ge 2017 წლის 5 მარტის ჩათვლით.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს აკადემიის ადმინისტრაციის კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი, ტელ: 577 393607
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე