ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: ტურისტული კომპანია
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 17 მარ
ტურისტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების ტურ-ოპერატორის პოზიციაზე. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა და უნარები, შეიძინოთ გამოცდილება და მიიღოთ თქვენი შრომისა და კვალიფიკაციის შესაბამისი მაღალი ანაზღაურება.

თანამდებობის შესახებ: მოცემულ პოზიციაზე მომუშავე პირი იმუშავებს პროდუქტების შექმნაზე და ასევე ახალი შეკვეთებისთვის პრეზენტაციის და კალკულაციის მომზადებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმართულებების სწორი დამუშავება, ტურისტული პროდუქტის შექმნა, მიღებული მოთხოვნის დამუშავება და შეთავაზების მომზადება, სასტუმროს დაჯავშნა, ტრანსპორტირება, სამოგზაურო დაზღვევით უზრუნველყოფა; სხვა ტურისტულ პროდუქტთან დაკავშირებული სერვისით უზრუნველყოფა, კლიენტებთან ურთიერთობა, კლიენტების ანგარიშების მართვა.
** ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობა; მიმოწერა, შეხვედრები,
** ინვოისების გამოწერა; მონაცემთა ბაზის მართვა, კომპანიის პროგრამაში მუშაობა.

კომპანიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (პროფესიული არ არის სავალდებულო)
** შესაბამის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, გამართული კორესპონდენციის ცოდნა მითითებულ ენებზე.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** ურთიერთობისა და მოლაპარაკების უნარი
** საჭიროების შემთხვევაში, საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
** საქმის მაღალ დონეზე ორგანიზების უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევს 10.00-დან 19.00 საათამდე; შაბათს 10.00-დან 15.00 საათამდე.
ხელფასი: ფიქსირებული თანხა 2,000 ლარი და ბონუსი. გამოსაცდელი ვადა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: to.travelagency@client.jobs.ge

კანდიდატები, რომლებიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, ნუ შეგვეხმიანებიან. თქვენი რეზიუმეები არ განიხილება!

კომპანია გატყობინებთ, რომ დავუკავშირდებით წარმატებულ კანდიდატებს და მოვიწვევთ გასაუბრებაზე. ასევე მოვითხოვთ პროდუქტის პრეზენტაციის ჩატარებას გასაუბრებისას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე