ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: TELex Perfume
გამოქვეყნდა: 16 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
"ტელექსის" შვილობილი კომპანია - "ტელექს პარფიუმი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ნებისმიერი მიმართულებით)
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პარფიუმერული პროდუქციითა და კოსმეტიკური საშუალებებით პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებლის კონკრეტული საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პროდუქციის სატელეფონო შეთავაზება და გაყიდვა
** შემოსული ზარების მიღება და სათანადო რეაგირება
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** გაყიდვების შემდგომი მომსახურება
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

დამატებითი მოთხოვნები:

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** გაყიდვების სტრატეგიების ცოდნა
** საქმიანი მოლაპარაკების წარმოება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** პრობლემის გადაჭრის უნარი
** გამართული მეტყველება
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** მოქნილობა, დიპლომატიურობა
** ენთუზიაზმი
** ორგანიზებულობა
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგებს
** საოფისე სამუშაოს
** ზრდად ანაზღაურებას
** სამოტივაციო სქემებს
** კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის განრიგი (10:00-16:00; 16:00-22:00, კვირაში 6 დღე).
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს ყოველთვიური საბონუსე სქემა.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: telexperfumery@gmail.com 2017 წლის 02 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი/პარფიუმერია".

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 215 9191.

კომპანია "ტელექს პარფიუმი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე