ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 13 თებ
თანდართული ფაილი: 131736-cenn-taxitender.zip
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აცხადებს ტენდერს ტაქსის მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** მგზავრების გადაყვანა თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით);
** მგზავრების გადაყვანა საქართველოს რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით);
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 13 თებერვლამდე ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალება იხ. თანდართული ფაილის სახით);
** ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** დაფარვის არეალი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე