ტრენინგ-კურსი: ინკლუზიური განათლება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ-კურსი: ინკლუზიური განათლება
მომწოდებელი: უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ ტრენინგ-კურსს "ინკლუზიური განათლების პრინციპები".

** ტრენინგის მიზანი: ინკლუზიური განათლების თემაზე ინფორმაციის მიწოდება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
** ტრენინგი განკუთვნილია: დაინტერესებული პირთათვის: მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სპეც.პედაგოგები და სხვა. მათთვის ვინც მუშაობს ან შემდგომში აპირებს მუშაობას სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) ბავშვებთან

ტრენინგი შედგება:

** თეორიული ნაწილი (24 საათი)
** პრაქტიკული ნაწილი ( 24 საათი)

თეორიული ნაწილი მოიცავს შემდეგ თემებს:

** ინკლუზიური სწავლების საფუძვლები
** ინკლუზიური სწავლების მოკლე ისტორია, არსი და საჭიროება
** ინკლუზიური სწავლების სპეციფიკა
** ინკლუზიური სწავლისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა
** ინკლუზიური სწავლების პროცესში ჩართული მხარეები და მათი ფუნქცია -მოვალეობები
** ოჯახისა და სკოლის როლი ინკლუზიური სწავლების პროცესში
** სსსმ მოსწავლის იდენტიფიცირება და შეფასება (თანამიმდევრული საფეხურები)
** ინკლუზიის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა ტერმინების განმარტება და სწორად ფორმულირება
** ისგ-ს სტრუქტურა შევსების თანამიმდევრობა და თავისებურებები
** სხვადასხვა დიაგნოზების განხილვა

- გონებრივი ჩამორჩენილობა
- ეპილეფსია
- დაუნის სინდრომი
- აუტიზმი
- ტურეტის სინდრომი
- ასპერგერის სინდრომი
- ფენილკეტონურია
- ცერებრული დამბლა
- დასწავლის უნარის დაქვეითება
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)
- სმენისა და მხედველობის დარღვევები
- სოციალური და ემოციური უნარების განვითარების სირთულეები

პრაქტიკული რეკომენდაციები სსსმ მოსწავლის კონკრეტულ მდგომარეობებთან მიმართებაში
ტრენინგის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს:

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური უნარების შეფასება.
2. ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) გათვალისწინებით სსსმ მოსწავლეებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის(ისგ) შედგენა
3. ისგ-ს ვარიანტების განხილვა
4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შედგენაში მონაწილე მხარეები, მიზნის დასახვისა და განხორციელების გზები
5. სსსმ მოსწავლეთა კონკრეტულ მდგომარეობებთან მიმართებაში ქეისების განხილვა

6. სხვადასხვა მდგომარეობის მქონე სსსმ მოსწავლისათვის ისგ-ის შემუშავება. კერძოდ:

- გონებრივი ჩამორჩენილობა
- ეპილეფსია
- დაუნის სინდრომი
- აუტიზმი
- ტურეტის სინდრომი
- ასპერგერის სინდრომი
- ფენილკეტონურია
- ცერებრული დამბლა
- დასწავლის უნარის დაქვეითება
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)
- სმენისა და მხედველობის დარღვევები
- სოციალური და ემოციური უნარების განვითარების სირთულეები

7. ქცევის მართვის სტრატეგიები
8. ისგ-ის მონიტორინგი

ტრენინგის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები მიიღებენ ზოგად ინფორმაციას ინკლუზიური სწავლების შესახებ. შეეძლებათ დაგეგმონ და შექმნან ინკლუზიური სწავლისათვის პროდუქტული გარემო, ითანამშრომლონ სსსმ მოსწავლის მშობლებთან, მასწავლებლებთან და თანატოლებთან. მიიღონ მონაწილეობა ისგ-ის შედგენასა და განხორციელებაში. სწორად დასახონ და განახორციელონ მიზნის მიღწევის სტრატეგიები სსსმ მოსწავლესთან მიმართებაში. ხელი შეუწყონ სსსმ მოსწავლის ინკლუზიის პროცესს.

მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

სწავლის ხანგრძლივობა: 6 დღე (48 საათი)
სწავლა მიმდინარეობს შაბათ-კვირას, 15:00-იდან 19:00-მდე
18,19, 25,26 - თებერვალი;
04, 05,18,19, 25,26, მარტი;
01-02 - აპრილი

სწავლის საფასური- 450 ლარი

20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ:

** უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის;
** დ.უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის სტუდენტებისთვის;
** საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპიის შემსწავლელი საერთაშორისო პროგრამის სტუდენტებისათვის;

2017 წლის 16 იანვრამდე დარეგისტრირებული პირებისთვის
სწავლის საფასური შეადგენს - 300 ლარს

16 იანვრამდე დარეგისტრირებული სტუდენტებისათვის სწავლის საფასური შეადგენს- 240 ლარს
2017 წლის 31 იანვრამდე დარეგისტრირებული პირებისთვის

სწავლის საფასური შეადგენს - 350 ლარს
31 იანვრამდე დარეგისტრირებული სტუდენტებისათვის სწავლის საფასური შეადგენს- 280 ლარს

სასერტიფიკატო ტრენინგით დაინტერესებულ პირებს, შეავსეთ მოცემული ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf5SggU4bSodo-EfCNwUFFEiA-7gYietLYWnwRyePbCM3gr3Q/viewform?c=0&w=1

დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით: 2920336; 555754447

საბუთების მიღების ბოლო ვადა - 12 თებერვალი
სწავლა იწყება - 18 თებერვალი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე