დამლაგებელი, სერვისის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დამლაგებელი, სერვისის ასისტენტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ" (კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" და "ანჯელატო") აცხადებს ვაკანსიებს კაფე-სანაყინეების დამლაგებლის და სერვისის ასისტენტის თანამდებობაზე.

1. დამლაგებელი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე და მოწესრიგებული;
** ენერგიული და კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობიანი და დისციპლინირებული.

ხელფასი: დღეში ხელზე ასაღები 15 ლარი + ბონუსი - ხელფასის 10% კარგად მუშაობის შემთხვევაში.
სამუშაო საათები: მონაცვლეობით - 9:00 - 19:00 (ამ საათებში შედის 1 საათი შესვენება).


2. სერვისის ასისტენტები თბილისში.

სამუშაო პირობები:

კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტები იმუშავებენ "ლუკა პოლარეს" კაფე-სანაყინეებში და ურთიერთობა მოუწევთ კლიენტებთან. სამუშაო დღეები - კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება. კაფე-სანაყინეები მუშაობენ დილის 7:00 საათიდან ღამის 2:00 საათამდე. ასისტენტები მუშაობენ დილის ან საღამოს ცვლებში მაღაზიების მენეჯერებთან შეთანხმებით. გვიან მუშაობის შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს.

ხელფასი და კარიერული წინსვლა

** ანაზღაურება - სამუშაო საათების მიხედვით, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საათობრივი ანაზღაურებით: გამყიდველის დამხმარედ მუშაობისას - ნეტ 1.30/სთ, კონსულტანტ-გამყიდველად გადასვლის პირველ ეტაპზე - ნეტ 1.50 /სთ, მომდევნო ეტაპზე - ნეტ 1.70 /სთ.
** მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრენინგი სამუშაო ადგილზე.

კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტებს განსაკუთრებული კვალიფიკაციები არ მოითხოვება, სასურველია რუსულის/ინგლისურის, ან რომელიმე უცხო ენის ცოდნა.

გამყიდველის დამხმარე ექვემდებარება მაღაზიის მენეჯერს და მისი ფუნქცია-მოვალეობებია:

** მაღაზიის გაღება-დაკეტვა,
** მაღაზიის წესრიგში ქონა და სისუფთავის უზრუნველყოფა სამუშაო საათებში;
** საწყობისთვის საქონლის შეკვეთა,
** ნედლეულის და პროდუქტების მიღება-ჩაბარება და დათვლა;
** პროდუქციის გასაყიდად მომზადება და გაყიდვა;
** სალაროსთან, გაყიდვების პროგრამასთან, ტერმინალთან მუშაობა,
** სამუშაოსთან დაკავშირებულ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობა.
** გვიან ღამით და ადრე დილით მუშაობა საჭიროებისამებრ

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული და შრომისმოყვარე,
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, მეგობრული და ტაქტიანი,

უნდა გააჩნდეს:

** მომხმარებლებთან და კოლეგებთან ურთიერთობის უნარი,
** მოთმინებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი,
** უფროსის მოსმენისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების სურვილი და უნარი,
** გუნდში მუშაობის უნარი,
** კომპანიის კარგად წარმოჩენის სურვილი და უნარი

გამოცდილება: სასურველია მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების და შესაბამისი კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე: hr@lucapolare.com და სათაურად მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, კანდიდატები სერვისის ასისტენტის ვაკანსიაზე, დამატებით - ტესტირებასაც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე