ფინანსური რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 31 იან
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რისკების მენეჯერის თანამდებობაზე რისკების მართვის დეპარტამენტის ფინანსური რისკების მართვის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკრედიტო ექსპერტებთან აქტიური მუშაობა, საკრედიტო განყოფილებების მიერ მომზადებული საკრედიტო განაცხადების და პროექტების შეფასება და ანალიზი
** ცალკეული სესხების და მთლიანი საკრედიტო პორტფელის საკრედიტო რისკების შეფასება და ანალიზი
** საკრედიტო პორტფელზე გაუფასურების რეზერვის დადგენა IFRS-ის მიხედვით
** საკრედიტო პროექტის საკრედიტო რისკების შესახებ დასკვნების მომზადება და საკრედიტო კომიტეტისათვის წარდგენა
** ბანკის საკრედიტო, სავალუტო, საპროცენტო და ლიკვიდობის პოზიციების მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება რისკის მართვის კომიტეტისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის სფეროში
** ფინანსურ/საინვესტიციო ანალიტიკოსად ან ფინანსური რისკების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის და ფინანსური აქტივების შეფასების სრულყოფილი ცოდნა
** ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკის და სტატისტიკის მაღალ დონეზე ცოდნა
** საკრედიტო, საბაზრო და ლიკვიდობის რისკების მართვის პრინციპების და მეთოდების ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Word-ის და MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
** ანალიტიკური აზროვნება
** პრინციპული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

სასურველი:

** აპლიკანტი იყოს CFA/FRM პროგრამების კანდიდატი
** VBA (Macros) ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინთ, რომ თუ CV-ში ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული ის თანამდებობა, რომლისთვისაც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადი არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 იანვარი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე