საოპერაციო რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 31 იან
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მენეჯერის თანამდებობაზე რისკების მართვის დეპარტამენტის საოპერაციო რისკების მართვის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბანკის საოპერაციო რისკების პროფილზე ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი
** ბანკის შიგნით შემუშავებულ ნებისმიერ ახალ საქმიანობასთან და/ან პროდუქტთან დაკავშირებით წინადადების განხილვა
** მომსახურების არსებული და ახალი პროდუქტების დანერგვასთან დაკავშირებული საოპერაციო რისკების დადგენა, შეფასება და ანალიზი ბანკში შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად
** მონაწილეობა ბანკის სხვადასხვა პროექტებში საოპერაციო რისკების შეფასების კუთხით
** საოპერაციო რისკების მართვის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის სფეროში
** ბანკში/ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომერციული ბანკის რისკების მართვის პრინციპების სრულყოფილი ცოდნა
** საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტების, წესების, პოლიტიკების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა
** ბანკის საქმიანობის იურიდიული ასპექტების ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** ანალიტიკური აზროვნება
** პრინციპული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

სასურველი:

** მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის სფეროში
** კომერციულ ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** რუსული ენის ცოდნა
** შიდა საბანკო პროგრამების საშუალო დონეზე ფლობა

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ CV-ში ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული ის თანამდებობა, რომლისთვისაც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადი არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 იანვარი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე