სატელეფონო ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო ოპერატორი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 30 იან
სს "თიბისი დაზღვევა" სადაზღვევო კომპანია კოპენბურის სახელით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2014 წლის აგვისტოდან გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიულ სეგმენტს.

თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ცაბაძის ქ#4
სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა - კვირაში 3 ღამე;

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

** შეგიქმნით თანამედროვე, კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ სატელეფონო ლიმიტითა და ისარგებლებთ ჯანმრთელობის დაზღვევით;
** ჩაერთვებით სხვა საკომპენსაციო პროგრამებში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე დროული რეაგირება;
** ზარის ავტორის, ადრესატის, საკითხის დაზუსტება და შესაბამისი ინფორმაციის მითითება პროგრამაში;
** შემოსული ზარების გადამისამართება ადრესატთან;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** ანგარიშგების მომზადება შემოსული ზარების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ( სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (უპირატესად: Microsoft Office Excel; Microsoft Office Word);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge მიმდინარე წლის 30 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სატელეფონო ოპერატორი". შესარჩევი კანდიდატები გაივლიან: გასაუბრებას და ტესტირებას ლოგიკურ აზროვნებაში.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე