სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მწარმოებელი-სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
ჰიგიენური ქაღალდებისა და საწმენდ-საპრიალებელი საშუალებების მწარმოებელი-სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. პრისელერი

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** ქუჩების კარგად ცოდნა
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე
** სქესი: მამრობითი
** მართვის მოწმობა.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
** პრობლემურ ობიექტებთან მისვლა და პრობლემის აღმოფხვრა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი 6

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: vdggroup@yahoo.com და ელფოსტის დასახელებაში (subject-ში) ჩაწეროთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. აუცილებლად მიუთითეთ მობილურის ნომერი.

2. მძღოლ-დისტრიბუტორი

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** ქუჩების კარგად ცოდნა
** ასაკი: 20-დან 35 წლამდე
** სქესი: მამრობითი
** მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი.

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** მაღაზიათა ქსელის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** ყველა სავაჭრო ობიექტში შესაბამისი თაროების განთავსება;
** მომხმარებლების თავაზიანად მომსახურება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი 6.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vdggroup@yahoo.com და მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. აუცილებლად მიუთითეთ მობილურის ნომერი.

3. მუშა/დამფასოებელი

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 35 წლამდე
** სქესი: მამრობითი/მდედრობითი
** მამაკაცებისთვის სასურველია მანქანა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
** მანქანა-დანადგარებზე მცირე ხარვეზების აღმოფხვრა
** სისუფთავის დაცვა საწყობში
** პროდუქციის დაფასოება/შეფუთვა.

სამუშაო საათები: ყოველდღე 10-დან 07:30-მდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი 6.

მხოლოდ ამ კონკრეტული საქმით დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მობილურის ნომერზე: 571 992100 - დავითი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე