სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Global Distribution Georgia
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
"Global Distribution Georgia" 2015 წლიდან აწარმოებს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანიას "Global Distribution Georgia" ესაჭიროება სავაჭრო წარმომადგენელი.

პოზიციის მიმოხილვა, როლი და დანიშნულება: პრისელერი უზრუნველყოფს გაყიდვების არხში პროდუქციის რეალიზაციის გაფართოებას და კლიენტებისათვის გამართული მომსახურების გაწევას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით, ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება და აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოთხოვნის ფურცლის შევსება;
** მოთხოვნის ფურცელში წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა უშუალო ხელმძღვანელისა და კომპანიის მენეჯმენტისთვის, პირობების შეთანხმების მიზნით;
** ხელშეკრულებისთვის გაფორმების კოორდინაცია;
** ახალი კლიენტის პროგრამაში დასარეგისტრირებლად ინფორმაციის (იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი) ფინანსების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი უფროსისთვის მიწოდება;
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** კლიენტებისგან მიღებული შეკვეთის ფორმირება, ინვოისების გამოწერა და პროგრამა SAP - ში ასახვა; კლიენტების დებიტორული დავალიანებების ყოველდღიური კონტროლი და დავალიანების გადახდის კოორდინაცია;
** ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ნაღდი ფულით სალარო ოპერაციის შესრულება, სალაროს ქვითრის ამობეჭდვა;
** კლიენტებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების წარმოება, შესაბამისი სალარო ოპერაციის შესრულება და სალაროს ქვითრის ამობეჭდვა;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფა - სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის თაროზე განლაგების და წარმოჩინების მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი და აღნიშნული ინფორმაციაზე ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტებისთვის კომპანიის სარეკლამო მასალებისა და ბრენდირებული პროდუქციის მიწოდება, უსასყიდლო გადაცემის ზედნადების საფუძველზე;
** საჭიროების შემთხვევაში მიწოდების აგენტების დახმარება პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიტანაში;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შესწავლა - შეფასება და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადება დეფიციტური პროდუქტების, მოთხოვნადი პროდუქტების, კონკურენტი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქტების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პროდუქციის გაყიდვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური დაგეგმვა;
** დროის ეფექტური მართვა.

სხვა მოთხოვნები:

** ასაკი: 25 წლიდან 40 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სავალდებულოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@tsereteliwine.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე