ფინანსური დირექტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური დირექტორი - ქუთაისი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 13 თებ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი, ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დადგენილ ვადებში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთობების დარეგულირება, დავალიანება-ვალდებულებების დაფარვის ვადების ოპტიმიზაცია-კონტროლი;
** კომპანიის წლიური და ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვა/კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** კომპანიის ბანკებთან ურთიერთობის კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური პროცესების მუდმივი ანალიზი;
** ფინანსური რისკების მართვა და შეფასება;
** ფინანსური გადარიცხვების განხორციელება;
** ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა. ყოველთვიური პროგნოზის წარმოება;
** კომპანიის ბუღალტერიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად;
** მენეჯმენტისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ დირექტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის, ფინანსური სისტემის შიდა კონტროლის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ძირითადი საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@hrvacancy.ge 2017 წლის 13 თებერვლამდე. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე