წარმოების მენეჯერის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წარმოების მენეჯერის ასისტენტი - ბათუმი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ"-ს (ლუკა პოლარეს) ესაჭიროება წარმოების მენეჯერის ასისტენტი (ქალბატონი) ბათუმში, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი გუნდი.

წარმოების მენეჯერის ასისტენტის ძირითადი მოვალეობა იქნება წარმოების მენეჯერის დახმარება წარმოების განყოფილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში.
მუშაობის გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე
ხელფასი: 550 ლარი, საგამოცდო პერიოდის შემდეგ - ყოველთვიური ბონუსი - სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით.

მოვალეობები:

** წარმოების მენეჯერის დახმარება ახალი პროდუქტების შემუშავებასა და დანერგვაში
** წარმოების განყოფილების პერსონალის სამუშაო ცხრილის შედგენა და კონტროლი
** წარმოების განყოფილების თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის და მუშაობის ხარისხის კონტროლი
** წარმოების სფეროში სისუფთავისა და HACCP-ის სტანდარტების დაცვის კონტროლი
** წარმოების მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება
** წარმოების იარაღების, უნიფორმების მდგომარეობის შემოწმება და მათი განახლება
** დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული იარაღების და აღჭურვილობის აღწერა
** ღამის სამუშაო იშვიათად, საჭიროების შემთხვევაში, სახლში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით;
** საჭიროების შემთხვევაში წარმოების პროცესებში უშუალოდ მონაწილეობის მიღება,

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება პროდუქტების წარმოების სფეროში
** ენერგიული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობიანი, პუნქტუალური, კომუნიკაბელური.

დაინტერესების და შესაბამისი კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე: hr@lucapolare.com და სათაურად მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე