კურიერი მსუბუქი მანქანით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურიერი მსუბუქი მანქანით
მომწოდებელი: ტექ
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
შპს "ტექ" საქართველოში წარმოდგენილია ტექნიკის ინტერნეტ მაღაზია Be.ge-ს სახით. კომპანიის ზრდის პარალელურად ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით.

შპს "ტექ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კურიერი მსუბუქი მანქანით.

კურიერის მოვალეობები:

** წვრილი ტექნიკის, კორესპონდენციის, ამანათების და სხვა სახის გზავნილების დარიგება
** საჭიროების შემთხვევაში მცირეფასიანი შესყიდვების წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში სხვა აქტუალურ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნა: დაბალკუბატურიანი ავტომობილი.

სხვა მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 45 წლამდე
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მოტივირებულობა.

ბენეფიტები:

** საწვავი: ულიმიტო (მარშრუტის შესაბამისად)
** ტელეფონი: ულიმიტო სასაუბრო დროით.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 12:00-21:00 სთ.
** შაბათი: 12:00-18:00 სთ.

გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა, ანაზღაურებადი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: vacancy@be.ge და წერილში აუცილებლად მოგვაწოდეთ მანქანის შესახებ ინფორმაცია და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე