ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პრობლემური სესხების მართვის სამსახური
გამოქვეყნდა: 9 იან / განახლდა: 16 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
პრობლემური სესხების მართვის სამსახური აცხადებს ვაკანსიას თბილისში, ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარის განხორციელება პარტნიორი ორგანიზაციის პრობლემურ კლიენტებთან;
** დებიტორებთან (კლიენტებთან) მოლაპარაკება დავალიანების დროულად დაფარვის მიზნით;
** პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების ეფფექტურად მართვის უნარი
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ენერგიულობა;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული, პლუს მზარდი საბონუსე სისტემა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურების კარგ პაკეტს;
** აქტიურ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dashniani.gaga@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე