სერვისის ადმინისტრატორი - რეზერვი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისის ადმინისტრატორი - რეზერვი - რუსთავი
მომწოდებელი: ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი
გამოქვეყნდა: 6 იან / ბოლო ვადა: 22 იან
სს ბანკი "რესპუბლიკა", აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის სარეზერვო თანამდებობაზე რუსთავის საფილიალო ქსელის მასშტაბით;

მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** აქტიურობა
** გაყიდვების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტის ბანკში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა;
** კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
** კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
** ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და კლიენტისათვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტიკით ფილიალის მომარაგება;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ მისამართზე: career@republic.ge და ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც განცხადება შემოგაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 22 იანვარი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე