სარეზერვო მოლარე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სარეზერვო მოლარე - რუსთავი
მომწოდებელი: ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი
გამოქვეყნდა: 6 იან / ბოლო ვადა: 22 იან
სს ბანკი "რესპუბლიკა", აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო მოლარის თანამდებობაზე რუსთავის საფილიალო ქსელის მასშტაბით.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ფოკუსირება
** სისხარტე
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სისწრაფე

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების მიხედვით;
** ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** სამგზავრო ჩეკების გაყიდვისა და განაღდების ოპერაციების წარმოება;
** ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
** იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება;
** ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ მისამართზე: career@republic.ge და ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც განცხადება შემოგაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 22 იანვარი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე