უნივერსალური სარეზერვო მოლარე ოპერატორი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უნივერსალური სარეზერვო მოლარე ოპერატორი - გორი
მომწოდებელი: ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი
გამოქვეყნდა: 6 იან / ბოლო ვადა: 22 იან
სს ბანკი "რესპუბლიკა", აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური სარეზერვო მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე გორის საფილიალო ქსელის მასშტაბით.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** აქტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ფოკუსირება
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილების განაღდება;
** კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** საბანკო და სამგზავრო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
** იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
** ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
** სამგზავრო ჩეკების გაყიდვისა და განაღდების ოპერაციების წარმოება;
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
** სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეული კანდიდატები დასაქმებამდე გაივლიან მომზადებას, რომელიც მოიცავს 3 თვემდე პერიოდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ მისამართზე: career@republic.ge და ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც განცხადება შემოგაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 22 იანვარი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე