ახალგაზრდული ტრენინგ-კონფერენცია - საფრანგეთი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ახალგაზრდული ტრენინგ-კონფერენცია - საფრანგეთი
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 5 იან / ბოლო ვადა: 5 თებ
ახალგაზრდული ტრენინგ-კონფერენცია საფრანგეთში.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ახალგაზრდებს 18-დან 35 წლამდე გიწვევთ დიპლომატიურ კონფერენციაზე საფრანგეთში, რომელიც გაიმართება 2017 წლის 29-31 მარტს.
კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გახდნენ გაეროს დელეგატები და თავიანთი მოსაზრებები წარადგინონ სიმულაციურ ასამბლეაზე, ასევე თანატოლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში.

პროექტი კარგი შანსია დიპლომატიური, მოლაპარაკებების წარმოების, დებატების უნარების გასავითარებლად.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.

პროექტში მონაწილეობის საფასურია 180 ევრო, რაც მოიცავს:

** საერთაშორისო სერთიფიკატს;
** სასტუმროში განთავსებას;
** კვებას;
** მონაწილეობას პროექტში დელეგატის სტატუსით;
** სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას.
** ყველა საკონფერენციო მასალით უზრუნველყოფას;
** სავიზო პროცედურებს;
** რეგისტრაციის საფასურს.

აღნიშნულ თანხაში არ შედის მგზავრობის ხარჯი.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: exchangeprograms@pdcgeo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ახალგაზრდული კონფერენცია საფრანგეთში".

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 238-234; 593575325, 599334700.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე