კურსი საბანკო საქმეში + სტაჟირება - ბათუმი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი საბანკო საქმეში + სტაჟირება - ბათუმი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 5 იან / ბოლო ვადა: 5 თებ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აცხადებს მიღებას საბანკო საქმის შემსწავლელ კურსზე.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია. საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების პროგრამის მიზანია მსმენელთა კვალიფიციური გადამზადება და დასაქმება საბანკო სექტორში. იგი მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად:

აღნიშნული კურსის ფარგლებში შეისწავლება:

** საქართველოს საბანკო სისტემა, საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტები;
** ეფექტური მომსახურების და გაყიდვების მეთოდები;
** CV-ის , სამოტივაციო წერილების, თვითპრეზენტაციების პროფესიულ დონეზე შედგენა;
** IQ-სტესტი და მათემატიკური უნარები;
** გასაუბრებისას კანდიდატის შეფასების მეთოდები;

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმნდნენ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:

** მოლარე;
** მოლარე-ოპერატორი;
** ანგარიშების მართვის მენეჯერი;
** განვადების მენეჯერი;
** საკრედიტო ექსპერტი;
** პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
** კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
** საინფორმაციო ოფიცერი;
** ქოლ ცენტრის ოპერატორი.

სასწავლო კურსის მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა და მასალები.

აღნიშნული კურსის საშუალებით მსმენელი გაეცნობა საბანკო საქმიანობის მთავარ პრინციპებს; საქართველოს საკრედიტო სისტემის სტრუქტურას, საბანკო სისტემაში მუშაობის მეთოდებს; შეისწავლის საბანკო პროდუქტების გაყიდვების და მომხმარებელთა ეფექტური მომსახურების ხერხებს. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან აგრეთვე საბანკო პროგრამას - ALTA software , რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს.

კურსი აგრეთვე მიზნად ისახავს გააცნოს მსმენელს გასაუბრების და ტესტირების პრინციპები, აღნიშნული კურსის ფარგლებში განიხილება გასაუბრებისას კანდიდატის შეფასების მეთოდები; IQ-სტესტი და მათემატიკური უნარები. პროგრამის ფარგლებში მსმენელი დაეუფლება რეზიუმეს და სამოტივაციო წერილების პროფესიულ დონეზე შედგენას; აგრეთვე ინდივიდუალურად განიხილება თითოეული მსმენელის თვითპრეზენტაცია, რომელსაც დიდი ყურადღება ეთმობა საბანკო სფეროში მუშაობის დასაწყებად.

კურსს უძღვება მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე ტრენერი, მისი მომზადებული ძალიან ბევრი მსმენელი დასაქმებულია საბანკო და არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებში. მასტერ კლასებს ჩაატარებენ თიბისი და ვი თი ბი ბანკიდან მოწვეული სპეციალისტები.

კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა + სტაჟირება
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 სთ;
კურსის ღირებულება: 320 ლარი.
კურსი გულისხმობს ფინალურ სასერტიფიკატო გამოცდას. კურსდამთავრებულებზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი. წარმატებულ კურსდამთავრებულებზე აგრეთვე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე