სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Global Distribution Georgia
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ
"Global Distribution Georgia" 2015 წლიდან აწარმოებს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანიას "Global Distribution Georgia" ესაჭიროება სავაჭრო წარმომადგენელი.

სავაჭრო წარმომადგენლის ძირითადი მოვალეობები:

** წესრიგში იქონიოს ობიექტებზე შესატანი პროდუქციის საბუთები;
** სრულყოფილად და ზედმიწევნით შეასრულოს ყოველდღიური მარშრუტი;
** ობიექტებიდან თანხის ამოღებისთანავე იმავე დღეს ჩარიცხოს თანხა დამსაქმებლის ანგარიშზე და დაუყოვნებლივ, იმავე დღეს წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დამსაქმებლის ადმინისტრაციაში;
** ყოველი დღის ბოლოს მანქანა გამართულ მდგომარეობაში ჩააბაროს დამსაქმებელს. პასუხისმგებელია მანქანის ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობაზე;
** პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებულ პროდუქციაზე, რომლის ოდენობა და სახეობა მითითებულია საწყობის ფურცელზე (საწყობის ფურცლის ერთი ეგზემპლარი რჩება საწყობში, ხოლო მეორე რჩება დასაქმებულთან); ვალდებულია პროდუქცია მიიტანოს დანიშნულების ადგილზე მთელი, დაუზიანებელი;
** ხელმძღვანელის მიერ ინფორმაციის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხელმძღვანელს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
** ვალდებულია ყოველი დღის გეგმის მიხედვით შევიდეს ყველა სავაჭრო წერტილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** შედეგებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტური მართვა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

სხვა მოთხოვნები:

** ასაკი: 20 წლიდან 40 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სავალდებულოა მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tsereteliwine.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე