გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Global Distribution Georgia
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ
"Global Distribution Georgia" 2015 წლიდან აწარმოებს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანიას "Global Distribution Georgia" ესაჭიროება გაყიდვების მენეჯერი ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით.

პოზიციის მიმოხილვა, როლი და დანიშნულება:

გაყიდვების მენეჯერი უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციების მუდმივ ზრდას გაყიდვების სტიმულირებისა და პროცესების ოპტიმიზაციით, რომელიც მოიცავს: დაგეგმვას, რეალიზაციების ანალიზს, გაყიდვების მეთოდების ოპტიმიზაციას, გაყიდვების სტიმულირების პროგრამების იმპლემენტაციას, ბაზრის ახალი შესაძლებლობების ათვისებას.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების პროგნოზირება, დაგეგმვა და ბიუჯეტირება რეალიზაციის ყველა არხის ჭრილში;
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; საჭიროებისამებრ, გაყიდვების ხელშემწყობი გადაწვყვეტილების მომზადება;
** პოტენციური კლიენტების მოსაზიდად შესაბამისი გზების მოძიება;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციურ კლიენტებისთვის პროდუქტის გაცნობა;
** მომხმარებელთა მოთხოვნილებების და საჭიროებების გამოვლენა, მათი შენიშვნების და პრობლემების მოგვარებისათვის ეფექტური და ქმედითი გზების მოძიება;
** კლიენტებთან ხანგრძლივი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** მენეჯმენტისათვის ზეპირი და წერილობითი რეპორტების მომზადება კლიენტის საჭიროებების, მათი პრობლემების და ინტერესის სფეროებთან დაკავშირებით;
** გაყიდვების არხების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი - პრობლემური კლიენტზე ინფორმაციის მომზადება;
** რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ჯგუფების მიერ გეგმების შესრულების მუდმივი მონიტორინგი, შეფერხებების ანალიზი, პრობლემური სიტუაციის ანალიზი და ადექვატური გადაწყვეტილების მიღება გაყიდვების დაგეგმილი მაჩვენებლის მისაღწევად;
** გაყიდვების პერსონალის განვითარებაზე ზრუნვა - რეკომენდაციების მიცემა სამუშაოს ეფექტურად შესრულებისა და მაღალი შედეგების მისაღებად;
** გაყიდვების პერსონალის ანაზღაურების კალკულაცია შედეგების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება მენჯემენტის/ბიზნესის მართვის, მარკეტინგის ან კომერციის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გუნდის მართვის უნარი;
** თანამშრომლებზე სამუშაოს სწორად განაწილება და ოპტიმალური გეგმების დასახვა;
** ლოგიკური და ანლიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** შედეგებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტური მართვა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

სხვა მოთხოვნები:

** ასაკი: 25 წლიდან 50 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სავალდებულოა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

ანაზღაურება: ხელფასი და ბონუსი შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tsereteliwine.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე