ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევაზე
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 28 დეკ / განახლდა: 9 იან / ბოლო ვადა: 27 იან
თანდართული ფაილი: 130877-procredit-tender-insur.zip
სს "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. "პროკრედიტ ბანკი" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში.

ტენდერის მოკლე აღწერილობა:

გთხოვთ, შემოგვთავაზეთ შემდეგი სადაზღვევო პირობები:

1. ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:

** ჰოსპიტალური და ამბულატორული მკურნალობა;
** პირადი/ოჯახის ექიმის მომსახურება;
** სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
** ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა;
** მედიკამენტური მკურნალობა;
** პროფილაქტიკური შემოწმება;
** სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
** სტომატოლოგია;
** გადაუდებელი ვაქცინაცია

2. ოჯახის წევრების (მეუღლე და ნებისმიერი ასაკის შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით და ნათესავების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში, თუ ნათესავებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი, გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი).
3. ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის (ლიმიტები და თანაგადახდის წილი იხილეთ სპეციფიკაციაში);
4. სიცოცხლის დაზღვევა;
5. სამოგზაურო დაზღვევა (აუცილებელია თანამშრომლებისთვის);
6. თანამშრომლების ანალოგიური ინდივიდუალური პაკეტი მომსახურების ხელშეკრულებით მომუშავე პირებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამონაკლისების სია არ უნდა მოიცავდეს ხარჯების დაფარვას, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო მუნიციპალური ჯანმრთელობის პროგრამებით;
** დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;
** სადაზღვევო პაკეტის გათვალისწინებული პირობები, ლიმიტები და დაფარვა ყველა დაზღვეული თანამშრომლისთვის უნდა იყოს ერთნაირი, მიუხედავად ასაკისა და დაზღვევაში ჩართვის თარიღისა;
** გამონაკლისი შემთხვევებისთვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (დაახლოებით 30,000 ლარი);
** უნდა განისაზღვროს ლიმიტი ორსულობის მონიტორინგის, მშობიარობის, ექიმის დაქირავების, ანესთეზიის და სხვა ნებისმიერი ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის (მინიმალური ლიმიტი 2000 ლარი).

გთხოვთ, შემოგვთავაზოთ ორი სახის პაკეტი: 70%-იანი და 80%-იანი თანადაფინანსებით (იხ. თანდართული სპეციფიკაცია).

თანამშრომლების რაოდენობა: 350 ადამიანი.
დაზღვეული ოჯახის წევრების რაოდენობა: 450 ადამიანი.
მომსახურების ხელშეკრულებით მომუშავე პირების რაოდენობა: 60.

თანამშრომლების დაზღვევა მოხდება ბანკის მიერ სრულად; ოჯახის წევრების და ხელშეკრულებით მომუშავე პირების დაზღვევა ხდება მათი სურვილისამებრ.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი;
** სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალის მიხედვით
** ანგარიშსწორების პირობები
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია, ე.წ. ვორდინგი. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა იყოს ჩაწერილი CD დისკზე, MS Word-ის ფორმატში
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);
** პროვაიდერების სია (ელექტრონული ვერსია CD დისკზე)
** დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: "შესყიდვების ქვეგანყოფილება"
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზ. 21, და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში.

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, ავტომატური ერთ წლიანი პროლონგაციით.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა 27 იანვარი, 2017 წ. (18:00 საათამდე)

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

დეა მოდებაძე
სათავო ოფისი
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი"
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1413) 
ელფოსტა: d.modebadze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი"
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
ელფოსტა: tenders@procreditbank.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე