მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მონიტორინგის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე.

ასაკი: 25-დან 35-წლამდე
სქესი: მდედრობითი
სამუშაო განრიგი: ცვლებში (3 დღეში ერთხელ)

მოვალეობები:

** ობიექტზე თანამშრომლების მიმოსვლის კონტროლი და აღრიცხვა;
** თანამშრომლების პირადი ნივთების ჩაბარება და კონტროლი;
** გამსვლელი თანამშრომლების შემოწმება და პირადი ნივთების გაცემა;
** შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;
** ობიექტებზე არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე პასუხისმგებლობა;

მოთხოვნები:

** დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში ან კერძო კომპანიის უსაფრთხოების სამსახურში;
** დეტალებზე ორიენტირებული, ენერგიული, ყურადღებიანი, ფრთხილი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მონიტორინგის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე