სარეზიდენტო პროგრამა - ნეიროქირურგია
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სარეზიდენტო პროგრამა - ნეიროქირურგია
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 9 დეკ / განახლდა: 12 დეკ / ბოლო ვადა: 1 თებ
დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა
პროგრამა "ნეიროქირურგია"


სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით "ნეიროქირურგია"!

რეზიდენტები დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში, მიიღებენ 100%-იან და 80%-იან სასწავლო გრანტს ან შეღავათიან სტუდენტურ სესხს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 74 კლინიკითაა წარმოდგენილი.

პროგრამის დასახელება: ნეიროქირურგია
აკრედიტირებული დაწესებულება: აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქ.ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
პროგრამის ხელმძღვანელი: ლადო წიქარიშვილი
სწავლების ლოკაციები: ქუთაისი, თბილისი
ადგილების რაოდენობა: 2

კლინიკური ბაზები სასწავლო ლოკაციების მიხედვით:

თბილისი: იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი.
ქუთაისი: აკ. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

"ევექსის" რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:

1. საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტებისთვის სწავლების დაფინანსება სრულად, ან ნაწილობრივ;
2. შეღავათიანი სტუდენტური სესხის მიღების შესაძლებლობა, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებთ;
3. სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
4. სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული "ევექსის" ქსელში დასაქმება.

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

1. უმაღლესი სამედიცინო განათლება;
2. ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით.

პროგრამებში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

** ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151-სა;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;
** პირადობის მოწმობის დედანი და ასლი.
** CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი).

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 1 თებერვლამდე.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/diplomisshemdgomi-mzadeba/rezidentura/sarezidento-programa-neiroqirurgia.page

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 550505.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე